ჩვენ შესახებ

აიტექი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უნიკალურ მომსახურებას. ჩვენს მომხმარებლებს, გარდა სპეციალური აღჭურვილობისა, ვთავაზობთ შენობის უსაფრთხოების დეტალურ დაგეგმვას: პროფესიონალური კონსულტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, აღჭურვილობის მიწოდება და დამონტაჟება, მიწოდების შემდგომი მომსახურება და ა.შ.

ჩვენ უკვე წლებია, რაც დაცულობის შეგრძნებას რეალურს ვხდით სასტუმროებში, ბანკებში, სავაჭრო ცენტრებში, კერძო ოფისებსა თუ ბინებში. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების პროდუქცია, რომელიც გამოყენებულია წამყვანი ბრენდების პროექტებზე მუშაობისას.

ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული ადამიანის უფლებაა ყოველთვის და ყველგან თავი დაცულად იგრძნოს. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლებს ვუჩვენოთ, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ არ უნდა დავინახოთ, როდესაც არასასიამოვნო ფაქტის წინაშე დავდგებით. აიტექთან ერთად შესაძლებელია შემთხვევითობის კონტროლი და პრობლემის წინასწარი მოგვარება თანამედროვე და გონივრული გადაწყვეტილებით.

აიტეკი - ყველაფერი თქვენი უსაფრთხოებისათვის.